ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს, ნიგმატილა იულდოშევს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს, ნიგმატილა იულდოშევს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს, ნიგმატილა იულდოშევს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები გააცნო.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახაბერ ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები