ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისთვის ცხრა წელი ჰქონდა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისთვის ცხრა წელი ჰქონდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დავით გარეჯის საკითხის გადასაჭრელად 9 წელი ჰქონდა. როგორც მან სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, ყველასთვის ნათელია, როგორ დასრულდა მისი გადაწყვეტილი საქმე.
„სააკაშვილს ამისთვის, დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისთვის ცხრა წელი ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი როგორ მოაგვარა, ყველა კარგად ხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს და იყოს შუამავალი საქართველოსა და აზერბაიჯანელებს შორის.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები