ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის განცხადება ორმაგად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის განცხადება ორმაგად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას

„მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი ვინმეს მხარს დაუჭერს თუ არა ან გამოვა თუ არა აქტიურად. მას დღეს არანაირი რესურსი არ აქვს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის” ეთერში მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადების სამართლებრივ მხარეს – ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ცალსახად კანონდარღვევა გამომდინარე იქედან, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე.

„ამას დაემატა ისიც, რომ ის არის უკრაინის საჯარო სამსახურში. სააკაშვილი ორმაგად ეწინააღმდეგება კანონს. თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მას ბევრად უფრო მძიმე კანონდარღვევები აქვს ჩადენილი თავის დროზე. მნიშვნელოვანია, მივუთითოთ ამასთან დაკავშირებით შიდა თუ გარე დამკვირვებლებს, რადგან საჭიროა მათი რეაგირება, მათ შორის, უკრაინული მხარის რეაგირებაც, რადგან პირდაპირ ირღვევა ჩვენი საარჩევნო კოდექსი. შესაბამისად, ყველას, ვინც არის საქართველოში სათანადო საარჩევნო გარემოთი დაინტერესებული, უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები