ირაკლი კობახიძე: პარტნიორებს აუცილებლად ექნებათ სწორი ინფორმაცია, სიმართლე გაიმარჯვებს დეზინფორმაციაზე

ირაკლი კობახიძე: პარტნიორებს აუცილებლად ექნებათ სწორი ინფორმაცია, სიმართლე გაიმარჯვებს დეზინფორმაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კონგრესმენებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

როგორც მან ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, სიმართლე მათ მხარესაა და აუცილებლად გაიმარჯვებს დეზინფორმაციაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება, მთელი შემთხვევები იყო, როცა დეზინფორმაცია მიეწოდებოდა ჩვენს პარტნიორებს. ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა განცხადებებში. ჩვენ გვქონდა გარკვეული ვაკუუმი დასავლელ პარტნიორებთან, თუმცა ახლა ამის პრობლემა არ არის. კომუნიკაცია და შეხვედრები გაგრძელდება, სიმართლე გაიმარჯვებს დეზინფორმაციაზე. სიმართლე ჩვენს მხარეს არის. კომუნიკაცია გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში და საბოლოო ჯამში, აუცილებლად ექნებათ სწორი ინფორმაცია პარტნიორებს. პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია მიეწოდათ, რაც აისახებოდა მათ წერილებში. ფაქტობრივი უხეში უზუსტობა იყო გაპარული წერილებში, რაც დეზინფორმაციის შედეგია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

​ამასთან, 5-10 თებერვალს აშშ-ს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები