საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენების თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ-ჯერობით არ გამართულა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებას ელოდება.
„კონსულტაციები ჯერ-ჯერობით არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ფიქსირებული რეგლამენტში თარიღი არ არის პრეზიდენტის გამოსვლის. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავნიშნოთ შესაბამისი თარიღი. ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა უნდა იყოს პრეზიდენტის მხარეს და შესაბამისად, ველოდებით ამ შემოთავაზებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტი მზად არის, ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავჯდომარე სიმონ ნოზაძე თვლის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდება.

კარგი იქნება, თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისიაც დანერგავს, მზად ვარ, ამ საკითხზე პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას შევხვდე
