ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: სპეკულაციებია, რომ პატიმრობაში მყოფი პირი მოლაპარაკებებზე წარმომადგენელი იყოს

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: სპეკულაციებია, რომ პატიმრობაში მყოფი პირი მოლაპარაკებებზე წარმომადგენელი იყოს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებების პროცესში ამ პარტიას ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს, სპეკულაციას უწოდებს. ამის შესახებ, მან „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ეს პოზიცია დღეს სალომე სამადაშვილმა კრისატიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

„ვინ უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებებზე ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, ეს ყველამ საკუთარი თვალით იხილა. დღეს იყო წარმოდგენილი, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობა” მთელი ბლოკი შეხვედრაზე ბატონ დანიელსონთან. დანარჩენი არის ყველაფერი სპეკულაციები. სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობაში მყოფი პირი შეიძლება იყოს წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე. ამაზე საუბარი, ბუნებრივია, ზედმეტია.

ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ თემასთან დაკავშირებითაც და საკითხი ამ თემაზე, ბუნებრივია, არ დასმულა. ყველასთვის ნათელია ის, რომ თუ პირი იმყოფება პატიმრობაში, მისი დიალოგში ჩართვა ვერ იქნება ლოგიკური“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

აქვე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კიდევ ერთ მოთხოვნას პასუხობს, რომელიც გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს და რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ეს პუნქტი, 8 მარტის შეთანხმებაში წერია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ გულისხმობდა ვინმეს გათავისუფლებას.

„პატიმრის გათავისუფლება ეს არის სამართლებრივი საკითხი, ვერც ერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება პატიმრების გათავისუფლება, ვერც საპატიმროში შეყვანა და ვერც საპატიმროდან გამოყვანა. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები