ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებთ იმოქმედონ საკუთარი უღირსობის შესაბამისად

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებთ იმოქმედონ საკუთარი უღირსობის შესაბამისად

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საქმიანობის პერიოდში გამოირჩეოდა იმით, რომ მუდმივად, კონსტიტუციას, მის ტექსტსა და პრინციპებს უხეშად ხელყოფდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სიმბოლურია ის, რომ პარტია საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობაში მონაწილეობას არ იღებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საქმიანობის პერიოდში გამოირჩეოდა იმით, რომ კონსტიტუციას, მის ტექსტს და პრინციპებს მუდმივად უხეშად ხელყოფდა. მგონი, სიმბოლურადაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ მათი ხელი არ შეეხება კონსტიტუციას არც ამ ჯერზე. ამიტომ, მოვუწოდებთ,იმოქმედონ საკუთარი უღირსობის შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები