ირაკლი კობახიძე მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე  მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქათველოს სახალხო არტისტის,  გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო. მან დაუვიწყარი კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში.

​ვიზიარებ მისი ოჯახისა და შემოქმედების თაყვანისმცემელთა მწუხარებას”, -აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა.
გურანდა გაბუნიამ 1960 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.
ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის, თბილისის სანიტარული კულტურისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.
მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები