ირაკლი კობახიძე: გედევან ფოფხაძის არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა

ირაკლი კობახიძე: გედევან ფოფხაძის არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა, რეგლამენტის დარღვევით მოხდა.
„სამწუხარო ფაქტია, თუმცა შემდგარი ფაქტი, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. რა თქმა უნდა, იურიდიული კომიტეტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც პირველ რიგში, პასუხისმგებელია რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს ეს საკითხი სამართლებრივად. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე ცნობად ვიღებთ ჩვენ ამ ფაქტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დღეს აირჩიეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები