ირაკლი კობახიძე, დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.

ირაკლი კობახიძე, დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ “აიპრესს” პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა – ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის.

საკითხების მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები