ირაკლი კობახიძე- დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი

ირაკლი კობახიძე- დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი

დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემები მეტყველებს იმას, რომ კახი კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

”კახი კალაძეს მინდა მივულოცო გამარჯვება ამ არჩევნებში. ის იყო ამ არჩევნების მთავარი გმირი. მან მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ამაზე მეტყველებს წინასწარი მონაცემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით საბოლოო შედეგებს. ცესკო ოფიციალურად დათვლის შედეგებს, თუმცა, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გამარჯვება არის ღირსეული და დამაჯერებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები