ირაკლი კობახიძე-ბონუსის ამოღება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვება არარედაქციული შესწორებებია

ირაკლი კობახიძე – ბონუსის ამოღება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვება არარედაქციული შესწორებებია, აქედან გამომდინარე, ამისთვის ახალი კანონის წარდგენა დაგვჭირდება ბონუსის ამოღება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვება არარედაქციული შესწორებებია, აქედან გამომდინარე, ამისთვის ახალი კონსტიტუციური კანონის წარდგენა დაგვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ III მოსმენით განიხილავენ.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან. კომისიას ჰქონდა გარკვეული მოსაზრებები, რომლებიც არ იყო სარედაქციო ხასიათის და ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ შესაბამისი შესწორებები შევიტანოთ უკვე წარმოდგენილ ცვლილებებში, ოღონდ ამას დასჭირდება ახალი პროცესი, ახალი კონსტიტიუციური კანონის ინიცირება. საქმე შეეხება ბონუსის ამოღებას ძირითადი ტექსტიდან და ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დატოვებას. ორივე არის არასარედაქციო შესწორება, აქედან გამომდინარე, დაგვჭირდება ახალი პროცესის ინიცირება და ახალი კონსტიტუციური კანონის წარდგენა საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

„სუსმა უნდა ჩამოიშოროს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია – ამ შემთხვაში გვექნება რეალურად ქყვეყნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული უწყება“-ოთარ კახიძე

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას „საცოდავი“ უწოდა და განაცხადა, რომ „სულ ფეხებზე ჰკიდია“ დააფასეს თუ არა იგი საქართველოში

„გლობალურად, სამწუხაროდ, ჯერადობით იმაზე უფრო მეტად იზრდება შემთხვევების რაოდენობა, ვიდრე საქართველოში”

კახა კალაძე მირზა სუბელიანზე – ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ
