ირაკლი კობახიძე-ბონუსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. დღესაც ასე მიმაჩნია, რომელიც აბალანსებდა მთლიანობაში სისტემას

ირაკლი კობახიძე-ბონუსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. დღესაც ასე მიმაჩნია, რომელიც აბალანსებდა მთლიანობაში სისტემას

ბონუსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. დღესაც ასე მიმაჩნია, რომელიც აბალანსებდა მთლიანობაში სისტემას. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ კომპრომისის გზით წავედით და შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან იმაზე, რომ ბონუსის სისტემა უნდა გაუქმდეს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბონუსის სისტემის გაუქმება ქვეყანაში რისკებს ზრდის და ამ ფონზე იზრდება თითოეული პოლიტიკოსის პასუხისმგებლობის ხარისხიც.
“ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ბონუსის გაუქმებასთან. ამის მაგალითია ნიდერლანდები – 208 დღის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა ჰოლანდიაში მთავრობა. წარმოიდგინეთ იგივე რომ განმეორებულიყო საქართველოში. ჩვენ შარშან 8 ოქტომბერს ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები და წარმოიდგინეთ რა პრობლემები შეგვექმნებოდა, 15 ივნისამდე რომ ვერ მოგვეხერხებინა მთავრობის ფორმირება. ბონუსის მიზანი იყო სწორედ ასეთი განვითარების თავიდან აცილება. რისკები იზრდება, თუმცა ვენეციის კომისიასთან შეთანხმების საფუძველზე, ჩვენ ვაუქმებთ ბონუსის სისტემას. ამ პირობებში იზრდება თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობის ხარისხი. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ მომდევნო 7 წლის განმავლობაში იმაზე, რომ დაიხვეწოს ჩვენი პოლიტიკური სისტემა. დღეს პოლიტიკური სისტემა საჭიროებს სერიოზულ განვითარებას იმისათვის, რომ 7 წლის თავზე რისკები თავიდან იქნეს აცილებული”,- განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები