ირაკლი კობახიძე – ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია, კახა კალაძემ ზუსტად იცის რა სჭირდება ქალაქს

ირაკლი კობახიძე – ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია, კახა კალაძემ ზუსტად იცის რა სჭირდება ქალაქს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ზუსტად იცის, რა სჭირდება ქალაქს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის მერიის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენს შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მერის მუშაობის პირველივე წელი არის შთამბეჭდავი. ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია, ეს თამამად შეიძლება ითქვას. თბილისის მერმა კახა კალაძემ ზუსტად იცის რა სჭირდება ქალაქს. გულით აკეთებს თავის საქმეს და ამის შედეგია ის, რაც დღეს მოვისმინეთ. ეს იყო ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები