ირაკლი კობახიძე-არჩევნების მიუხედავად, პლენარული სხდომები ყოველ სასესიო კვირაში ჩატარდება

ირაკლი კობახიძე-არჩევნების მიუხედავად, პლენარული სხდომები ყოველ სასესიო კვირაში ჩატარდება

საპრეზიდენტო არჩევნების მიუხედავად, პარლამენტში პლენარული სხდომები ყველა სასესიო კვირაში ჩატარდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის სხდომაზე. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა სასესიო კვირაში მუშაობა პროკურატურის კანონიდან გამომდინარეც მოუწევთ დეპუტატებს, “წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურად ვერ მოესწრება ამ კანონის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეხება თავად პროკურატურის კანონს, ირაკლი კობახიძის თქმით,პარლამენტი ამ კნაონპროექტს დაჩქარებული წესით ვერ მიიღებს, რადგან ერთ-ერთი რთული საკითხი პროკურატურაა, სადაც ვადების დაცვა კობახიძის თქმით, განსაკუთრებით გამოწვევასთან არის დაკავშირებული:

“ამასთან, დაჩქარებული წესით ამ კანონპროექტს ვერ მივიღებთ, რადგან ახალი კანონია და ტექნიკურადაც შეუძლებელია, დაჩქარებული წასით მიღება. ყველაზე მეტი ყურადღება გვმართებს, რათა მოვახერხოთ ვადების დაცვით ამ კანონის მიღება. ოქტომბრის პირველ კვირაში გვექნება პირველი მოსმენა და მესამე კვირაში მეორე მოსმენა, ამ ვადებით თუ წავალთ, სხვანაირად გამორიცხულია. ყველაზე გვიანდელი ვადა არის ორ კვირაში – ხუთშაბათი, როცა უნდა მოხდეს ინიცირება. მანამდე კონსულტაციები გვჭირდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და ამის შემდეგ უნდა მოხდეს ინიცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღესვე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება,  საკონსტიტუციო ცვლილებები 18 ნოემბერს ამოქმედდება. 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები