ირაკლი კობახიძე: 48 მილიონი მოიპარეს, ეს იყო თბილისის მოსახლეობის ფული და ამ კაცს აცხადებენ ახლა პოლიტპატიმრად

ირაკლი კობახიძე: 48 მილიონი მოიპარეს, ეს იყო თბილისის მოსახლეობის ფული და ამ კაცს აცხადებენ ახლა პოლიტპატიმრად

ყველამ იცის, რომ 48 მილიონი მოიპარეს, ეს იყო თბილისის მოსახლეობის ფული და ამ კაცს აცხადებენ ახლა პოლიტპატიმრად, რაც არის გაუგებარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით არცერთი ევროპარლამენტარის მხრიდან არანაირი კითხვის ნიშნები არ იყო.

„ჩვენ ვუხსნიდით, რომ საარჩევნო წელი ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს. რაც შეეხება თავად 48 მილიონის მოპარვას, ამაზე არანაირი კითხვის ნიშნები არ იყო არცერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, ყველამ იცის, რომ 48 მილიონი მოიპარეს, ეს იყო თბილისის მოსახლეობის ფული და ამ კაცს აცხადებენ ახლა პოლიტპატიმრად, რაც არის გაუგებარი, ჯერ მოიტანონ ეს 48 მილიონი უკან და დაუბრუნონ ხალხს და მერე ვილაპარაკოთ ვიღაცის პოლიტპატიმრობაზე. არ ვიცი ეს იურიდიულად როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ კაცი რომ მოიპარავს 48 მილიონს, ბუნებრივია, მინიმუმ პოლიტიკურად ჩვენ მოვითხოვთ ამ ფულის უკან დაბრუნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები