ირაკლი ხახუბია: “ქართული ოცნება“ ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნებული პარტიაა

ირაკლი ხახუბია: “ქართული ოცნება“ ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნებული პარტიაა

დღეს მე მაქვს პატივი, წარმოვადგენდე გუნდს, რომელმაც ხობში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტის განხორციელება შეძლო. ბევრ სოფელში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირდა მუნიციპალიტეტის არაერთი დასახლება, ჩვენს ბევრ მოქალაქეს მოუგვარდა სასმელი წყლის პრობლემა, ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები, სოფელში გაკეთდა ხიდები და ამბულატორიები, დასრულდა ხობის ცენტრალური პარკის მშენებლობა, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ ხობში სიტყვით გამოსვლისას, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ის მოსახლეობას წარუდგინეს.

„ხობს უკვე აქვს სასწრაფო დახმარების ახალი შენობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად თითოეულ სოფელში ხორციელდება ჩვენი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტები. აღსანიშნავია, რომ ხობელები აქტიურად სარგებლობენ სოფლის პროგრამებით, რაც აისახება მუნიციპალიტეტში აღნიშნული სფეროს განვითარებაზე. მიუხედავად დიდი პროგრესისა, ხობელები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია გაზიფიცირება და წყალმომარაგება. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ორი მთავარი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. მნიშვნელოვანია დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით კარგ შედეგს მოგვიტანს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რითაც საგრძნობლად გაიზრდება მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენი გუნდი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნებული პარტიაა და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად“ – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები