ირაკლი კაკაბაძე – ეს საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია ამ ე.წ. ქართველების მიერ

ირაკლი კაკაბაძე – ეს საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია ამ ე.წ. ქართველების მიერ

სრულიად სამარცხვინოა ქართველი ე.წ. პოლიტიკოსებისა და ვითომ ჟურნალისტების, რომლებიც, სინამდვილეში, პროკურორები არიან, თავდასხმები ამერიკის საჯარო მოსამსახურეებზე. ეს საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია ამ ე.წ. ქართველების მიერ. მადლობა ქალბატონ დეგნანას საქართველოს გვერდში დგომისათვის, ამ მძიმე მომენტში, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კაკაბაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„კელი დეგნანი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების – და არა რომელიმე ცალკე პრეზიდენტის ელჩი საქართველოში. მე სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება მაქვს და მინდა, ჩვენს მოქალაქეებს კარგად ესმოდეთ, რომ აშშ-ს ელჩი გამოხატავს ამერიკის სახელმწიფოს, ხალხის ინტერესს და არა რომელიმე პოლიტიკური ფიგურის, ისევე როგორც მთლიანად სახელმწიფო დეპარტამენტი. მე პირადად, როგორც ქართველი ამერიკელი და ამერიკის მოქალაქე, მადლობელი ვარ მისი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების, რომელსაც იგი ამჟღავნებს საქართველოში მუშაობისას“ – წერს ირაკლი კაკაბაძე.

ცოტა ხნის წინ, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „პერიოდულად, ზურგში დანას ვიღებ ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც მეუბნება, რომ გიორგი რურუა შეიარაღებული ბანდის მეთაურია. ქალბატონ დეგნანასაც და ბატონ ჰარცელსაც მოვუწოდებ, დაანებონ თავი, ჩემი ან სხვა პოლიტმატიმრების თემების განხილვას. ეს არ არის მათი საქმე. ეს ხელისუფლება აუცილებლად დაემხობა და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ანტიქართული ქცევის გამო“.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები