ირაკლი ღრიბაშვილი: დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე

ირაკლი ღრიბაშვილი: დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე

დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე, განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღრიბაშვილმა გადაცემა “რეაქციის პირდაპირ ეთერში

” მე როგორც რიგითი მოქალაქე და ამ შემთხვევაში, უკვე როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა იქნება, მონაწილეობა თუ თანამონაწილეობა მძიმე საქმეში, თუ ასეთი დასტურდება და თუ არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ამ კითხვებზე, ყველაფერზე უნდა იყოს პასუხი ამომწურავი… იმისთვის, რომ საზოგადოების არც ერთ ფენას, არ დარჩეს იმის განცდა, რომ აქ რაღაც ისე არ არის. ძალიან მარტივი პასუხი შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან, რომ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს , ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. მე არ მინდა გვარებზე ვისაუბრო და მე არავის ადვოკატი არ ვარ . ერთი შემიძლია გითხრათ , რომ ყველა ის ადამიანი საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას გაატარებს , იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში , ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ. ჩვენ, მე ვგულისხმობ ჩვენ თავს, არა ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ . კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის არც ერთი მოსამართლე „ქართული ოცნების“ კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის. დამერწმუნეთ, რომ რეალურად დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე.”, ამის შესახემ ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ პირველი-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა “რეაქცია”-ში ისაუბრა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები