“ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ცოტნესთვის საუკეთესო კეთდება”

“ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ცოტნესთვის საუკეთესო კეთდება”

ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს.

ცოტა ხნის უკან მომიწია 🇪🇺 წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსოება რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა, აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც, არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებენ.

ჩემი ძმა, მეუღლესთან ანისთან ერთად, 2კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ.

ყოველივე ამის შესახებ მინდოდა ცნობოდა საზოგადოებას, რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც 🇪🇺 წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით. ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია”-წერს გამსახურდია. 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები