ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები