ირაკლი ღარიბაშვილი – ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ

ირაკლი ღარიბაშვილი – ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ

ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს,- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა – „რა შეთანხმებისთვის არის მზად ხელისუფლება, იქნება თუ არა ეს ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნები. მისივე თქმით, დიალოგი გაგრძელდება, პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება შედგება.

„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ ჩვენ, ამაზე მოვისმინეთ განცხადებები ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო-ოდირის დასკვნები, მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით. რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, დიალოგი გრძელდება და მე დიდი იმედი მაქვს და მინდა, კიდევ ერთხელ დავიტოვო პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც მათ ჩაშალეს რეალურად დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები