ირაკლი ღარიბაშვილი: წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება

როდესაც შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბუნებრივია რისკები, რაც თან ახლდა ამ გადაწყვეტილებებს კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, პროპორციული ეფექტი არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის ჩაკეტვა. ჩაკეტვით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

„​„მადლობა ჩვენს ბიზნესს. მე მქონდა შეხვედრები მათთან და ყველას აქვს ძალიან სწორი განწყობები. ბიზნესი წამოგვყვა ჩვენ, რომ იტყვიან გამოგვყვა. ძალიან არის გააქტიურებული მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესი. აბსოლუტურად ყველა მიმართულება, ყველგან გააქტიურებულია ბიზნეს აქტივობა. შედეგი არ არის შემთხვევითი. გაიხსნა ეკონომიკა, პოლიტიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. სტაბილურობა ძალიან მნშვნელოვანია და სახელმწიფო უნდა იდგეს მტკიცედ, რომ ბიზნეს ხვალინდელი დღისა და არასტაბილურობის შიში არ ქოდნეს. წელს უპერეცედენტო ზრდა გვაქვს. ირლანდიის შემდეგ გვაქვს ყველაზე მარალი ეკონომიკური ზრდა. წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება.“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები