ირაკლი ღარიბაშვილი: წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მართვის სტილი

ირაკლი ღარიბაშვილი: წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მართვის სტილი

წამება,  არაადამიანური მოპყრობა,  ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მართვის სტილი – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში ,,რეაქცია“ ისაუბრა.

,,მე მინდა გავიხსენო ჩემი მინისტრობის პერიოდი, როდესაც მე მქონდა შეხება პოლიციელებთან, სპეცსამსახურის თანამშრომლებთან, რომელებიც არიან აბსოლუტურად პატრიოტები და მე ქედს ვიხრი მათ წინაშე და აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ხალხი – ჯარი,  პოლიცია, მოსამართლეები არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიიის კუთვნილება,  ეს ეკუთვნის ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. ეს იყო ერთი სისტემა,  დანაშაულებრივი სისტემა, ეს არ იყო ცალკეული ორგანოს თუ პირების მიერ ჩადენილი დანაშაული.  ეს იყო ერთი მთლიანობა, მახინჯი სისტემა, რომელიც შექმნეს სააკაშვილმა და მისმა გუნდის წევრებმა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები