ირაკლი ღარიბაშვილი – თუ “ნაცმოძრაობის“ ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანონის ფარგლებს გასცდებიან, პასუხი ადეკვატური იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი – თუ “ნაცმოძრაობის“ ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანონის ფარგლებს გასცდებიან, პასუხი ადეკვატური იქნება

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის გეგმებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. პოლიტიკოსის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანონის ფარგლებს გასცდებიან, პასუხი ადეკვატური იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის ყოფილი პრეზიდენტის მოწოდება არეულობის შესახებ მიუღებელია. მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანი ოპოზიციის განცხადებებს დესტრუქციულ უწოდებს და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შანსს ვერ ხედავს.

ოლიტიკოსის თქმით, სახელმწიფო დაიჭერს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს გადადგამს.

ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ აღიქვამს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საფრთხედ, რომელიც განეიტრალებული უნდა იყოს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ერთ-ერთ გამოწვევად დესტრუქციულ ოპოზიციას მიიჩნევს, აცხადებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებშია, კონსტრუქციული ოპოზიციის დაბადება და „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები