ირაკლი ღარიბაშვილი თორნიკე რიჟვაძის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი თორნიკე რიჟვაძის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს

გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული დღევანდელი აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა, ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო. ეს აბსურდია, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ტოვებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობას.

მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი და ეფექტური მენეჯერი.

„თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული დღევანდელი აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა, ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ეს აბსურდია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები