ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შეგვიძლია, ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შეგვიძლია, ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას

ჩვენ, სამ ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვას და საქართვლოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და ნატოს წევრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან ინტენსიური უნდა გახადოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები.

„ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ, დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო „ტრიოს“ ფორმატის დაფუძნება. მაისში გაფორმდა მემორანდუმი ამის თაობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ახლა უკვე პრეზიდენტების დონეზე, ბათუმში, პირველი პრეცედენტი შეიქმნა „ტრიოს“ ფორმატის მონაწილეობის ფარგლებში. ჩვენ, სამ ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვას და საქართვლოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და ნატოს წევრობას.

ევროკავშირთან ჩვენ ინტენსიური უნდა გავხადოთ პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები, საკითხები, რომელიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ციფრულ ბაზარს, დაკავშირებადობას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ უნდა წამოვჭრათ დ ერთობლივად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები