საქართველოს პრემიერ – მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.
ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
მსგავსი სიახლეები

გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციას ამჯერად ფრაქცია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან მართავს.

ეკა ბესელია: ეკრანის გარდა, მირზა სუბელიანი არსად მინახავს, განცდა რომ არ იყოს, რაღაცას ხელს ვაფარებთ, ყველაფერი უნდა გაირკვეს
