ირაკლი ღარიბაშვილი ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

„გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! საქართველოსა და ისრაელს 26-საუკუნოვანი უნიკალური მეგობრობა და საერთო კულტურული მემკვიდრეობა აკავშირებს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ჩვენი ძმური ერების წარმატებისთვის ჩვენი ძლიერი პარტნიორობა განვამტკიცოთ და გავაღრმავოთ“, – დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები