ირაკლი ღარიბაშვილი “ნამახვანჰესის” აქციას ეხმაურება

ირაკლი ღარიბაშვილი “ნამახვანჰესის” აქციას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას გამოეხმაურა.

„ძალიან მარტივია; 2012 წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში სრული თავისუფლება და რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატიაა. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის, მათ შორის – პროტესტის აქციების გზით გამოხატვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები