ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, 2 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, 2 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ

ჩვენ, მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში არაერთი პროვოკაციის მომსწრენი გავხდით, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ უმაღლესი სტანდარტი, სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამ ის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„გასაოცარი იყო ის სამუშაო, რომელიც ჩვენმა პარტიამ და მხარდაჭერებმა ყველამ ერთად გავწიეთ. მე მჯერა, რომ 2 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ. „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, გაერთიანება და რაც მთავარია განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს, ვისაც ძალუძს ეს განვითარება და პროგრესი შემოიტანოს არის „ქართული ოცნება““, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები