ირაკლი ღარიბაშვილი – მისი სახელი მუდამ სამაგალითო იქნება, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა

ირაკლი ღარიბაშვილი – მისი სახელი მუდამ სამაგალითო იქნება, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა

​საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.

იგი სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი განშორების შემდეგ მივაბარეთ მშობლიურ მიწას და ამით კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებს, რომელთა მსახურებას დაუმარცხებელმა გენერალმა სიცოცხლე მიუძღვნა.

მისი სახელი მუდამ სამაგალითო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები