ირაკლი ღარიბაშვილი – კობა მურადაშვილი კარგად იცნობს დმანისს და დმანისელების პრობლემებს და მჯერა, რომ იქნება წარმატებული მერი

ირაკლი ღარიბაშვილი – კობა მურადაშვილი კარგად იცნობს დმანისს და დმანისელების პრობლემებს და მჯერა, რომ იქნება წარმატებული მერი

კობა არის დმანისელი, კარგად იცნობს დმანისს და დმანისელების პრობლემებს და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული მერი, ბოლომდე დაიხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების” დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კობა მურადაშვილის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს მოსახლეობის კეთილდღეობა.

„მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენი პარლამენტის წევრებს – ბატონი გივი მიქანაძე, ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც წლების წინ, აქ, ერთ-ერთი სკოლის დირექტორიც იყო, ბატონ გოგი მეშველიანს. დღეს ყველანი ერთად ვართ ჩამოსული, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატი, ბატონი კობა მურადაშვილი. კობა არის დმანისელი, კარგად იცნობს დმანისს და დმანისელების პრობლემებს და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული მერი, ბოლომდე დაიხარჯება.
მას შეუძლია პრობლემების დროულად იდენტიფიცირება, გადაწყვეტა, ოპერატიულად მოგვარება ამ საკითხების.
კობას მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, ყველა უბანში უნდა შევიდეს, ყველა მოქალაქეს უნდა გაესაუბროს პირადად და გადაუწყვიტოს ყველა პრობლემა ადგილზე, დროულად”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები