ირაკლი ღარიბაშვილი – გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ

ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ის მარტივი წესი, რაც არის ამ პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი – ნიღბის ტარება – უნდა დავიცვათ. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ ნიღბის ტარება, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პანდემიის მესამე ტალღას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა სიტუაციის და ფაქტორის გათვალისწინებით, მთავრობამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გახსნას.

„ჩვენ კოვიდ-პანდემიას და მიმდინარე დინამიკას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა სიტუაციის და ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკის გახსნას შევუწყვეთ ხელი და დავიწყეთ ეს პროცესი, რესტორნების გახსნა, ბიზნესის გახსნა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები