ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა

ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა.

მთავრობის მეთაურმა ტაძარი მოილოცა სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად. მთავარეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გერგეტის სამების ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, პარლამენტის დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, ალუდა ღუდუშაური, ლევან მგალობლიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები