ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად და მობილიზებულად მუშაობს.

„კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც გმირულად ემსახურება ჩვენს მსოოახლეობას. არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. გარდა ამისა, უნდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალია აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. უახლოეს რამდენიმე დღეში მილიონ ადამიანს ავცრით ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ორჯერადად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები