ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემთვის სამწუხაროა, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა, ასე ვთქვათ, მკვლელების კორპორაციას

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემთვის სამწუხაროა, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა, ასე ვთქვათ, მკვლელების კორპორაციას

„ჩემთვის სამწუხაროა, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა, ასე ვთქვათ, მკვლელების კორპორაციას. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერებისგან შექმნილი პოლიტიკური კლუბი, ასოცირდება მკვლელების კორპორაციასთან. არ მოვერიდები ამის თქმას. „ევროპული საქართველო“ ჩემთვის არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი „იმედის კვირა“-სთან ინტერვიუში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ოპოზიციის გეგმებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. პოლიტიკოსის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანონის ფარგლებს გასცდებიან, პასუხი ადეკვატური იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის ყოფილი პრეზიდენტის მოწოდება არეულობის შესახებ მიუღებელია. მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანი ოპოზიციის განცხადებებს დესტრუქციულ უწოდებს და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შანსს ვერ ხედავს.

პოლიტიკოსის თქმით, სახელმწიფო დაიჭერს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს გადადგამს.

ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ აღიქვამს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საფრთხედ, რომელიც განეიტრალებული უნდა იყოს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ერთ-ერთ გამოწვევად დესტრუქციულ ოპოზიციას მიიჩნევს, აცხადებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებშია, კონსტრუქციული ოპოზიციის დაბადება და „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები