ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი

ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ზედაპირული განცხადებები არ უნდა აკეთონ.

„თუ მათ (ევროპარლამენტარებს) აინტერესებთ რეალურად ვითარებასა და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. ქართველ ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები: ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებით სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამ სესხმა (75 მილიონი ევრო) ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და სპეკულირების საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ სესხის აღებისგან“, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები