ირაკლი ღარიბაშვილი: არც მე, არც ჩემს ოჯახს, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია

ირაკლი ღარიბაშვილი: არც მე, არც ჩემს ოჯახს, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ “ღამის კურიერის” სტუმარი გახლდათ, სადაც საინტერესო განცხადებები გააკეთა.

“მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან. პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე და მე მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი. განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. მე აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს დასამალი. როგორ შეიძლება იმაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ნახევარმილიონიანი საათი მიკეთია მე. მე უნდა ვიყო მაშინ მილიარდერი. ეს არის მიზანმიმართული, დამახინჯებული ფაქტები, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო განზრახული. მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია, როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული, ოფიციალური შემოსავალი. კონსულტაციის გზით მიღებული, თუ სხვა კერძო კომპანიებში ჩემი ჩართულობით.
რა მნიშვნელობა აქვს, არც მე, არც ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. თუ რამე მაქვს ღია და დეკლარირებული და გულწრფელად გეუბნებით,”

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები