ირაკლი ღარიბაშვილი: 300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

ირაკლი ღარიბაშვილი: 300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ როგორც საცხოვრებელი, ასევე დამხმარე ფართები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები