ირაკლი ბერაია: ჩემთვის ამ მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, ვიდრე ამ მოსმენამდე იყო

ირაკლი ბერაია: ჩემთვის ამ მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, ვიდრე ამ მოსმენამდე იყო

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია „თიბისი ბანკი“-ს გარშემო განვითარებული მოვლენების, კერძოდ, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის შესახებ საუბრობს.

,,თი-ბი-სი ბანკის საქმე ცალკე მოცემულობაა, რაც ეროვნული ბანკის რეგულაციების ფარგლებში, ერთგვარი დარღვევების სახით იყო და ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა ამის გამო თი-ბი-სი ბანკი და ბანკმა გადაიხადა ჯარიმა. ცალკე საქმეა ხაზარიძე-ჯაფარიძის საქმე, ცალკე დანაშაულის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს და ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ მომისმენია და არ გაცხადებულა, რომ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები ისახება. აქ საუბარია, რომ შესაძლოა შეიცავდეს ფულის გათეთრების ნიშნებს. თვითონ ტრანზაქცია, 17 მილიონი სესხის აღება ცალსახად არის რაღაც კითხვის ნიშანი და ბუნდოვანი. მე ვარ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი და ვესწრებოდი ხაზარაძე-ჯაფარიძის მოსმენას კომიტეტის სხდომაზე. სხვათა შორის, დავსვი შეკითხვები, ზოგიერთზე საერთოდ ვერ მივიღე პასუხი, ზოგიერთზე კი არარელევანტური იყო პასუხი. მაგალითად, კითხვა, საკრედიტო ხაზის ლიმიტზე, როდის დაუმტკიცდა ამ კომპანიას, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე და გამიჩნდა ეჭვი, რომ სესხის აღების პროცესს დაემთხვა ლიმიტის დამტკიცებაც. ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ ჰქონდათ ღია საკრედიტო ხაზი და ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ხელი არ მიუწვდება ამ ინფორმაციაზე ჯაფარიძეს და ხაზარაძეს. ამასთანავე, მათი მხრიდან იყო მცდელობა იმის მტკიცებისა, რომ მართლა შეეძლოთ ამ სესხის აღება, თუ მოინდომებდნენ ბანკიდან და მათ ამაში ხელს არაფერი არ შეუშლიდათ. მსგავსი სესხების აღება და არდაბრუნება საბოლოო ჯამში იწვევს ბანკისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას, ამ რისკის მატარებელია. საკმაოდ მკაცრი რეგულაციებია და ხაზარაძე რომ ამბობს, რომ ასე მარტივია სესხის აღება, ასე არაა. ჩემთვის ამ მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, ვიდრე ამ მოსმენამდე იყო. ჩემთვის ეს ტრანზაქცია იყო ბუნდოვანებით მოცული და შესაძლოა შეიცავდეს ფულის გათეთრების ნიშნებს და შესაძლოა არ შეიცავდეს, ამას საბოლოო ჯამში დაადგენს გამოძიება,”- განუცხადა ირაკლი ბერაიამ ,,კვირას”.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები