ირაკლი აბუსერიძე “რუსთავი 2“-ს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ირაკლი აბუსერიძე “რუსთავი 2“-ს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ირაკლი აბუსერიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და ტელეკომპანიას სიცურის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
„სიუჟეტში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოს 15 იანვარს, თბილისის ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე პირები გიორგი ადუაშვილი და ზურა კუჭავა შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთად იყვნენ მამაჩემის გასვენებაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს სიუჟეტში ნახსენებ ადამიანებთან არანაირი ნაცნობობა არ გვაკავშირებს“, – აღნიშნავს ირაკლი აბუსერიძე „კვირასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მედია ადამიანის ტრაგედიით მანიპულირებს და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები