ირაკლი აბესაძე-“სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ იცვლება,”-

ირაკლი აბესაძე-“სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ იცვლება,”-

“სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ იცვლება,”- ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

“უქმდება რამდენიმე სამინისტრო და ის ბიუროკრატიული ხარჯი, რომელიც ხმარდებოდა გაბერილ საშტატო ერთეულს, არ დაიზოგება და როგორც ჩანს, უფრო მეტი პრემია-დანამატით და ფუფუნებით ისარგებლებენ ჩინოსნები. რა შეიძლება იყოს ასეთი სტრუქტურული ცვლილებების მიზანი, თუ ეს არ არის ფინანსების დაზოგვა და ხალხისთვის მნიშვნელოვან პროექტზე თანხების მიმართვა. რჩება ერთადერთი ეს არის მორიგი კინკლაობა “ქართული ოცნების” შიგნით და გავლენის სფეროების გადანაწილება”, – აცხადებს აბესაძე.

საქართველოს მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. 

პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს გამოაცხადა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები