იყო კომუნიკაციის პრობლემა, ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო-სესიაშვილი

იყო კომუნიკაციის პრობლემა, ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო-სესიაშვილი

იყო კომუნიკაციის პრობლემა, ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მყოფ პირებს ბევრი სახელმწიფოებრივი საქმე აქვთ და ხშირად ამომრჩეველთან შეხვედრის დრო აღარ რჩებათ.
„იყო მთელი რიგი გარკვეული შეცდომები, რომელიც საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვა. მათ შორის იყო კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ბევრი სახელმწიფო საქმით ხარ დაკავებული. მე პირადად იმდენი სამსახურეობრივი საქმე მაქვს, რაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ გამოწვევებს შეეხება სხვა საკითხებთან ერთად, არ მყოფნის დრო საკმარისად მქონდეს კომუნიკაცია ამომრჩეველთან. ამომრჩეველს ამ მხრივ ბოდიში მინდა მოვუხადო. როდესაც არის არჩევნები და ასეთი ვითარება, თავისთავად უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება”,- განაცხადა სესიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ის შედეგი, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაიდო ხალხის ბრალი არ არის, პრობლემა პირველ რიგში ხელისუფლებაშია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები