ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილი 29 სკოლის მშენებლობიდან 18-ზე ტენდერი უკვე გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილი 29 სკოლის მშენებლობიდან 18-ზე ტენდერი უკვე გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი 5 რეგიონში ასაშენებელ სკოლებზე გამოცხადდა. ეს სკოლებია: ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორას საჯარო სკოლა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარაშენის საჯარო სკოლა.
„ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალ სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოცემულ ეტაპზე, მუნიციპალურ განვითარების ფონდს 29 სკოლიდან 18 სკოლაზე უკვე გამოცხადებული აქვს პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი. სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება“,- აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები