“ინფორმაცია, რომ დმანისსა და ბოლნისში ონკოლოგიური ფონი გაუარესებულია, ჯანდაცვის ოფიციალური რეგისტრის მიხედვით, არ დასტურდება”

“ინფორმაცია, რომ დმანისსა და ბოლნისში ონკოლოგიური ფონი გაუარესებულია, ჯანდაცვის ოფიციალური რეგისტრის მიხედვით, არ დასტურდება”

„დმანისის გადარჩენის ფონდის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგის ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ RMG-ის საქმიანობის შედეგად დმანისისა და ბოლნისის რაიონში ონკოლოგიური ფონი გაუარესებულია, ჯანდაცვის ოფიციალური რეგისტრის მიხედვით, არ დასტურდება. როგორც „ბანკები და ფინანსები“ წერს, ოფიციალური რეგისტრის თანახმადაც, მიმდებარე ტერიტორიაზე, არამც თუ გაზრდილია ონკოლოგიურ დაავადებათა რაოდენობა, არამედ პირიქით, მცირედი კლებაც ფიქსირდება. გამოცემასთან საუბარში ონკოლოგი, პროფესორი რემა ღვამიჩავა განმარტავს, რომ აღნიშნული სტატისტიკა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სანდოობით ხასიათდება.
„ონკოლოგიური პათოლოგიების შესახებ, მონაცემებთან დაკავშირებით, ყველაზე სანდო წყაროდ არის აღიარებული კიბოს პოპულაციური რეგისტრი. რეგისტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააკეთა და მან ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ონკოლოგიაში, ზოგადად, ნებისმიერი მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი, რაც გაკეთდა, სწორედ კიბოს რეგისტრის შექმნაა. ეს იმას გულისხმობს, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ავთვისებიანი სიმსივნის პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია, მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცეს, აქ გროვდება სტატისტიკა ავადობის შესახებ. ჩვენთვის ყველაზე სანდო წყარო სწორედ კიბოს რეგისტრია, შესაბამისად, კიბოს რეგისტრში, დმანისის რაიონი არ არის პირველ ადგილზე, პირველ ადგილზეა თბილისი, მას მოსდევს აჭარა და იმერეთში. ქვემო ქართლი ამ რეესტრში ნამდვილად არ არის ასეთ გამორჩეულ ლიდერებში. არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ ამ მონაცემებს და საქართველოში ყველაზე ობიექტური არის დაავადებათა კიბოს პოპულაციური რეგისტრი. არ მაქვს მოტივაცია, დავუჯერო მოარულ ხმებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ფაქტები“, – განმარტავს რემა ღვამიჩავა.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები