“ინფორმაცია პატრიარქის კორონავირუსით დაავადების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება”

“ინფორმაცია პატრიარქის კორონავირუსით დაავადების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება”

“ინფორმაცია პატრიარქის კორონავირუსით დაავადების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე წერს.

მისი თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობა არ გაუარესებულა.

,,ბევრი ზარია ჟურნალისტების მხრიდან, გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს. არც კორონით დაავადებულა”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ, მისი ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კორონა აქვს და ამაზე პასუხისმგებელი მოსაყდრე შიოა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები