“ინფიცირების შემდეგ ვაქცინაცია აუცილებელია”

“ინფიცირების შემდეგ ვაქცინაცია აუცილებელია”

დღევანდელი მტკიცებულებით კორონასგადატანის შემდგომ, ადამიანებმა ვაქცინა უნდა გაიკეთონ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმაბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ჯერჯერობით გადატანილ ინფექციას კარგი იმუნიტეტი აქვს და დღეს მასობრივად არ გვხვდება, რომ ადამიანები ადვილად რეინფიცირებას განიცდიდნენ, თუმცა არის რეინფიცირების შემთხვევები, რომლებიც საქართველოში დაფიქსირდა, ზოგიერთი მათგანი 2-3 თვეშიც კი მოხდა, შესაბამისად, რადგან არავის აქვს გარანტია გადატანილი ვირუსის დროს მყარი იმუნიტეტის არსებობის და როდის განილევა ეს იმუნიტეტი არავინ იცის, ამიტომ, ვაქცინაცია ინფიცირების შემდეგ აუცილებელია. საქართველოში ასეთი ადამიანებისთვის, 120-დღიანი პერიოდია აღებული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები