ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის გუშინ შეყვანილი ერთი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, რადგან მას ვირუსთან და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად ანემიაც აქვს.

გუშინდელის შემდეგ მდგომარეობა არ გართულებულა, რაც ექიმებს აძლევს იმის იმედს, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. ასევე პროგრესირებს დაავადება ერთ პაციენტთან, რომლის მდგომარეობა ასევე მძიმეა.

„რამდენიმე დღეა, ჩვენ გვყავს 3 მძიმე პაციენტი. გუშინ დაგვემატა 1 მძიმე ახალი პაციენტი. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, თავის სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

დანარჩენი სამ პაციენტს რაც შეეხება – ერთი ქალი, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიმძიმის პერიოდი გადაილახა და გამოსავალი უკვე კეთილსაიმედო უნდა იყოს. დანარჩენი ორი პაციენტიდან, ერთი ასაკოვანი ქალია, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თანარსებული დაავადებისა, არის გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, გამოვლინდა სეფსისის კლინიკა, ჯერჯერობით ამ პაციენტთან მძიმე მდგომაროება რჩება, ასეთი მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა გუშინდელიდან დღემდე, მაგრამ მაინც სერიოზულია და გამოსავალზე ვერ ვილაპარაკებთ. მესამე მძიმე ავადმყოფი, ეს არის თანარსებული დაავადებით – დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია, ამ პაციენტთანაც ჯერჯერობით დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის 77 შემთხვევა დადასტურდა. 10 განიკურნა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები