ინოვაციები, რომლებიც მომავალში ცხოვრებას შეცვლის

ინოვაციები, რომლებიც მომავალში ცხოვრებას შეცვლის

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მეცნიერებს მნიშვნელოვანი გზავნილები დაუტოვა, რომელთა განხორციელების შედეგად, რიგ საკითხებთან დაკავშირებით მომავალი, ფაქტობრივად, მთლიანად შეიცვლება.

როგორც Technology Review წერს, მათ შორის საუბარია, რობოტების როლის ზრდაზე ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც საბოლოოდ, საოჯახო საქმეებს სრულფასოვნად შეითავსებენ; ასევე მუშაობა მიმდინრეობს ხელოვნური ხორცის წარმოებაზე ლაბორატორიებში, რომლის წარმოების პროცესებიც დაწყებულია და მიღებული პროდუქტი ტექსტურით ძალიან ჰგავს ბუნებრივ ხორცს, თუმცა დასახვეწია გემოვნური თვისებები. საიდუმლო რეცეპტი კი ასეთია: ბარდა, სოიო, ხორბალი, კარტოფილი და მცენარეული ზეთი, იმისათვის რომ, როგორც – გემოს, ასევე ტექსტურის თვალსაზრისით შეიქმნას ხორცის იმიტაცია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი მეთოდით დამზადებული ხორცი, მომავალში შესაძლოა, გაცილებით მოთხოვნადი გახდეს, ვიდრე – ნამდვილი, თუმცა დღეს მასალა დასახვეწია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია და ბილ გეითსის ინიციატივა, ეს არის კიბოს საწინააღმდეგო ინდივიდუალური წამლის შექმნა ყველა ადამიანისთვის, რომელიც მომენტალურად გაანადგურებს კიბოს უჯრედებს. რაც მთავარია, ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, ის ჯანსაღ უჯრედებს უვნებელს დატოვებს და მხოლოდ სიმსივნეზე მოახდენს რეაგირებას. დღეს ვაქცინა არსებობს, თუმცა დამუშავების პროცესშია და თუკი მან ისე იმუშავა იმუნურ სისტემაში შეშვებით, როგორც დაგეგმილია – ეს გახდება ეფექტური საშუალება მრავალი სახის სიმსივნის საწინააღმდეგოდ და სამედიცინო სამყაროში „გადატრიალებასაც“ მოახდენს.

ბილ გეითსი კიდევ ერთ სამედიცინო თემას შეეხო – ეს არის ენდოსკოპია ზონდის გარეშე, გამარტივებულად, ტაბლეტის სახით. ეს არის კაფსულა, რომლის გადაყლაპვაც საშუალებას იძლევა გამჭვირვალე გახდეს ნაწლავური სისტემა და ჩატარდეს ფართო ანალიზი, ყოველგვარი ნარკოზის გარეშე, პატარა ასაკის შემთხვევაშიც კი. კაფსულა შეიცავს მინიმალურ მიკროსკოპებს, ტაბლეტი კი, მიმაგრებულია უწვრილეს მოქნილ ძაფზე და გაცილებით ეფექტიანია ვიდრე ეს ზონდის შემთხვევაში იყო.

ბილ გეითსმა ასევე დატოვა ინოვაცია, რომლის მიხედვითაც, სისხლის ანალიზის შედეგად შესაძლებელი იქნება წინასწარი პროგნოზი ნაადრევი მშობიარობის შესახებ. მეცნიერების აზრით, სისხლის ანალიზის ტექნოლოგია სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო. ასევე მთავარია ის ფაქტი, რომ ნაადრევი მშობიარობის ყველა რისკ ფაქტორი წინასწარ იქნება დაგეგმილი და გაანალიზებული. სისხლის ანალიზის საბოლოო ღირებულება, სავარაუდოდ, 10 დოლარი იქნება.

გარდა ჩამოთვლილისა, ბილ გეითსმა კიდევ ბევრი მიმართულებით დატოვა ჩანაწერები, მათ შორის ზოგიერთი მათგანი პრაქტიკულად განახორციელეს და მათ გარეშე თანამედროვე სამყარო ფაქტობრივად წარმოუდგენელიც არის. მათ შორის სახელდება ჭკვიანი მოწყობილობები, სმარტ საათები, სმარტ ოთახები და მოლაპარაკე ტექნოლოგიები. უმრავლესობა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ბაზარი უახლოეს მომავალში, ბევრ სიახლესა და ინოვაციას იხილავს, რომელიც რეალურად ბილ გეითსის შექმნილია.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები